დამარინადებული თევზი
მასალა:
ახალკი თევზი 1კგ.
ძარი 200გრ.
ზეთი 200გრ.
ხახვი 3 თავი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოთ, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ
მარილი და გავაჩეროთ 12 საათი. შემდეგ თევზს დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 2 საათი,
აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ წყალი გადავაქციოთ და თევზს დავასხათ (1ლ. წყლისა
და 200გრ. ძმრის ნარევი), გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ თევზი გავრეცხოთ, ცოტახანი
გავაჩეროთ რათა გამოშრეს. თევზი მოვათავსოთ ქილებში ფენებად, დაჭრილ ხახვთან ერთად
და დავასხათ ზეთი, იმ რაოდენობით რომ მთლიანად დაფაროს. 3 საათის შემდეგ თევზი
მზადაა.
|