დამარინადებული ბადრიჯანი
მასალა:
ბადრიჯანი 1კგ.
ოხარახუში 100გრ.
ნიორი 1 თავი
ხახვი 1–2 თავი
კამა 100გრ.
ზეთი, ძმარი, ცხარე
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი
დავჭრათ მრგვალად და მოვხარშოთ მარილიან წყალში, შემდეგ გადმოვიღოთ ჯამზე. ხახვი
დავჭრათ წვრილად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი, კამა, ოხრახუში, დანაყილი ნიორი,
მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ ზეთი, ძმარი და კარგად ავურიოთ. მოხარშული ბადრიჯანი ჩავაწყოთ ქილაში, დავასხათ
მომზადებული მარინადი. შევინახოთ 1 დღით გრილ ადგილზე და ბადრიჯანი მზადაა.
|