ჩებურეკი (აფხაზურად)
მასალა:
ცომი:
ცივი წყალი 450მლ.
მარილი გემოვნებით
პურის ფქვილი რასაც შეიზელს.
მომზადება:
ცხვრის ხორცი ქონით 500გრ.
ცხვრის ხორცის ბულიონი (გაცივებული) 250მლ.
ხახვი 2 თავი
ზეთი შესაწვავად
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
წყალს დავამატოთ მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, მოზელილ ცომს
მოვაჭრათ პატარა ნაწილები და გავაბრტყელოთ თხლად (მრგვალად), თითოეული
გაბრტყელებული ცომის ნახევარზე მოვათავსოთ ფარში და გადავკეცოთ მთვარისებურად,
კუთხეებზე დავაწვეთ ჩანგლით (გავაფორმოთ) და შევწვათ ზეთში ორივე მხირდან.
შიგთავსის მომზადება:
ხორცი მოვხარშოთ წყალში (წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ). მოხარშული ხორცი
ამოვიღოთ ბულიონიდან და გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში ხახვთან ერთად, დავამატოთ
პილპილი, მარილი, დავასხათ ბულიონი და კარგად ავურიოთ.
|