ბოსტნეულის ხიზილალა
მასალა:
ჭარხალი 4ც.
სტაფილო 3ც.
ხახვი 2 თავი
ნიორი 4 კბილი
არაჟანი 6 ს/კ.
კეჩუპი 2 ს/კ.
ზეთი შესაწვავად
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჭარხალი და სტაფილო გავასუფტავოთ და გავხეხოთ. ხახვი დავჭრათ
კუბიკებად, ნიორი დავჭრათ მრგვალად. ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავამატოთ ჭარხალი და
სტაფილო, დავაფაროთ თავზე და ვთუშოთ ნახევრად მომზადებამდე. შემდეგ დავამატოთ
ხახვი და ვთუშოთ 5 წუთი. 5 წუთის შემდეგ დავამატოთ არაჟანი, კეჩუპი, ნიორი,
მარილი, წიწაკა, ავურიოთ, დავაფაროთ თავზე და ვთუშოთ მომზადებამდე.
|