ბორში
მასალა:
ქათამის ხორცი 0,5კგ.
კარტოფილი 300გრ.
კომბოსტო 250გრ.
ბულგარული წიწაკა 50გრ.
ხახვი 2–3 თავი
სტაფილო 1ც.
ჭქრხალი 1ც.
ტომატ–პასტა 2–3 ს/კ.
სალა 50გრ.
ნიორი 2–3 კბილი
კამა, ოხრახუში, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათამი გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ 3ლ.
წყალი და მოვხარშოთ ხორცი ნახევრად (ხარშვის დროს წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ),
შემდეგ დავამატოთ გასუფთავებული კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ვხარშოთ 5–10 წუთი,
დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო, სალა, გახეხილი ჭარხალი, ზეთში და
ტომატში მოთუშული, წვრილად დაჭრილი კომბოსტო და ბულგარული წიწაკა, ვადუღოთ, მომზადებამდე 5 წუთით ადრე მოვაყაროთ წვრილად
დაჭრილი მწვანილები, მარილი წიწაკა და კარგად ავურიოთ. სუფრაზე გავიტანოთ
არაჟანთან ერთად.
|