ბლინჩიკები ხორცის შიგთავსით (ქართულად)
მასალა:
შიგთავსი:
ღორის ხორცი (რბილობი) 500გრ.
ხახვი 1–2 თავი
ბრინჯი 100გრ.
ხმელი რეჰანი 1ჩ/კ.
ცოტა ქონდარი.
ზეთი შესაწვავად
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
ცომი:
წყალი 1ლ.
კვერცხი 3ც.
კარაქი 30გრ.
ცოტა მარილი
პურის ფქვილი (გაცრლი) იმ რაოდენობით რომ ცომი გამოვიდეს თხევადი.
მომზადება:
შიგთავსის მომზადება:
ხორცი გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული ხორცი გავატაროთ ხორსაკეპ
მანქანაში. ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში. ბრინჯი მოვხარშოთ.
გატარებულ ხორცს დავამატოთ: ხახვი+ბრინჯი+სუნელები, მარილი და კარგად
ავურიოთ.
ცომის მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ წყალი, გამდნარილი კარაქი, მარილი პურის
ფქვილი და კარგად ავურიოთ (ცომი უნდა გამოვიდეს თხევადი, როგორც ბლინის ცომი).
ტაფა კარგად გავაცხელოთ, ავიღოთ 1 ნაჭერი კარტოფილი, ამოვავლოთ ზეთში და წავუსვათ
ტაფაზე (ტაფა ძალიან ცხიმიანი არ უნდა იყოს), შემდეგ დავასხათ ცომი და შევწვათ
ბლინები (შემწვარი ბლინები უნდა იყოს თხელი და ღია ფერის). ბლინებზე მოვათავსოთ
მომზადებული შიგთავსი და შევახვიოთ. მომზადებული ბლინები შევწვათ ზეთში ორივე
მხრიდან.
|