ბაუნტი
მასალა:
ნაღები 200მლ.
ქოქოსის ფანტელები 200გრ.
შოკოლადი 300გრ.
შაქარი 85გრ.
კარაქი 50გრ.
მომზადება:
ნელ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი, ნაღები და შაქარი. შემდეგ გადმოვდგათ,
დავამატოთ ქოქოსის ფანტელები, კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ ფორმაში, გადავაფაროთ თავზე
ქაღალდი და შევდოთ მაცივარში (საყინულეში) 1 საათით. 1 საათის შემდეგ გამოვიღოთ
მაცივრიდან დავჭრათ სასურველ ფორმებად და კვლავ შევდოთ მაცივარში (საყინულეში)
მთელი ღამით (თუ მალე გვინდა გაკეთება შეგვიძლია გავაჩეროთ მხოლოდ 2–3 საათით).
შოკოლადი გავადნოთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ გამდნარ შოკოლადში ამოვავლოთ დაჭრილი
გაყინული მასა, დავაწყოთ პერგამენტის ქაღალდზე და შევდგათ მაცივარში, როდესაც
გაცივდება შეგვიძლია მივირთვათ.
|