ბანანის ტორტი
მასალა:
ბისკვიტი:
კვერცხი 10ც.
პურის ფქვილი 10 ს/კ.
შაქარი 10 ს/კ.
ვანილი 1ც.
სოდა 0,5ჩ/კ.
კრემი:
მოხარშული სგუშონი 1 ქილა
ბანანი 3–4ც.
გასაფორმებლად:
ნიგოზი გემოვნებით.
მომზადება:
ბისკვიტი:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ
მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ
მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ
ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე
ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი და
ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ
პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ
გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე
20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება
ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა
შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ
ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. (ბისკვიტის გამოცხობა შეგვიძლია ქვაბშიც, ამ
შემთხვევაში ქვაბში ჩავაფარებთ ქაღალდს, გავაცხელებთ, წავუსვამთ კარაქს, დავდგამთ
გაზქურაზე, ნელ ცეცხლზე, ჩავასხავთ ცომს ქვაბში და დავაფარებთ სახურავს, ვაცხობთ
20–30 წუთი).
კრემი:
ბანანი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამტოთ სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ
ერთიანი მასის მიღებამდე.
ტორტის აწყობა:
მომზადებული ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად, თითოეულ ნაწილს წავუსვათ
კრემი, ბოლო ნაწილს წავუსვათ კრემი და თავზე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
|