ბანანის ალადები
მასალა:
პურის ფქვილი 5 ს/კ.
ბანანი 2–3 ც.
კვერცხი 2ც.
კეფირი 1 ჭიქა
კარაქი 2 ს/კ.
სოდა 1/2 ჩ/კ.
მარილი 1/2 ჩ/კ.
შაქარი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად. მომზადება:
ბანანი გავასუფთავოდ, კარგად დავჭყლიტოთ, შემდეგ დავამატოთ კვერცხი,
შაქარი, კეფირი, სოდა, მარილი, დარბილებული კარაქი, პურის ფქვილი და კარგად ავთქვიფოთ
ცომი მიქსერით (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსისტენცია). ტაფა კარგად
გავაცხელოთ, დავასხათ ზეთი და სუფრის კოვზით მოვათავსოთ ტაფაზე მომზადებული ცომი.
ალადები შევწვათ ორივე მხრიდან.
|