ბანანი მანდარინის სოუსით
მასალა:
ბანანი 5–6ც.
მანდარინი 2–3ც.
ლიმონი 1ც.
შაქარი 150გრ.
სახამებელი (კრახმალი) 120გრ.
პურის ფქვილი 250გრ.
სოდა 1ჩ/კ.
წყალი 400მლ.
მცენარეული ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ბანანები გავასუფთავოდ და თითოეული დავჭრათ ორ ნაწილად (სურვილისამებრ
შეგვიძლია დავჭრათ უფორო მეტ ნაწილადაც). მანდარინს და ნახევარ ლიმონს გამოვწუროთ
წვენი (მანდარინი შეგვიძლია შევცვალოთ ერთი ცალი ფორთოხლით), დავამტოთ შაქარი და
ვადუღოთ სანამ შაქარი არ გადნება. 2ჩ/კ. სახამებელი (კრახმალი) გავძრათ წყალში ან
წვენში და დავამატოთ მომზადებულ სიროფს, ცოტა ხანი ვადუღოთ და გადმოვდგათ
გაზქურიდან. ცალკე ჯამში ფქვილს დავამატოთ სახამებელი (კრახმალი), სოდა, ცივი
წყალი და კარგად ავურიოთ, მომზადებულ მასაში ამოვავლოთ დაჭრილი ბანანები და
შევწვათ ზეთში. შეწვის შემდეგ გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე და მოვასხათ
მომზადებული მანდარინის სიროფი. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად.
|