ბადრიჯანი
თაფლიან–ლიმონიან სოუსში
მასალა:
ბადრიჯანი 700გრ.
ნიორი 5 კბილი
თაფლი 4 ს/კ.
ლიმონის წვენი 50მლ.
წითელი ცხარე წიწაკა 0,5 ჩ/კ.
ხმელი ქინძი 1 ჩ/კ.
ზეთი შესაწვავად
ოხრახუში და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალად, მოვაყაროთ მარილი, 1 საათის შემდეგ
გავრეცხოთ ცივი წყლით და გავაშროთ. ნიორი დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში
ტაფაზე, შემდეგ ტაფიდან ნიორი გადმოვიღოთ და შევწვათ ბადრიჯანი. თაფლი ჩავასხათ
ქვაბში, დავამატოთ ლიმონის წვენი, დავდგათ გაზქურაზე, წამოვადუღოთ და ვხარშოთ 7
წუთი (განუწყვეტლივ ვურიოთ). შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, დავამატოთ შემწვარი
ნიორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოვაყაროთ ხმელი ქინძი და კარგად ავურიოთ.
შემწვარი ბადირჯანი ფენებად მოვათავსოთ ფორმაში, თითოეულს ფენას მოვასხათ
მომზადებული თაფლიან–ლიმონიანი სოუსი და შევდგათ მაცივარში 2 საათით. გავაფორმოთ
ოხრახუშით.
|