ასიზბალ–მწიფე წითელი ტყემალის საწებელი (აფხაზური)
მასალა:
ტყემალი 1კგ.
ნიორი 5 კბილი
აჯიკა 1 ს/კ.
პიტნა 5 ფოთოლი
ხმელი ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ალუჩა გავრეცხოთ, მოვთავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე რომ ფარავდეს
ალუჩას, დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ 15–20 წუთი ნელ ცეცხლზე, შემდეგ სითეხე
გადავღვაროთ, ალუჩა გავხეხოთ, გახეხილი მასა ჩავასხათ ქვაბში, დავამატოთ 1 ჭიქა წყალი, დავდგათ
გაზქურაზე და ვხარშთ ნელ ცეცხლზე 40–50 წუთი, პერიოდულად ვურიოთ. ხარშვის დროს
დავამტოთ აჯიკა, დანაყილი ნიორი და პიტნა, ხმელი ქინძი და მარილი.
|