ალუჩის ჯემი
მასალა:
მწიფე ალუჩა 2კგ.
შაქარი 1,6კგ.
მომზადება:
ალუჩა გავრეცხოთ, ჩავყაროთ
ქვაბში, დავდგათ გაზქურაზე, დავასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, და ვხარშოთ, როდესაც
ალუჩას კანი მოძვრება გადმოვდგათ გაზქურიდან, გადავავლოთ ცივი წყალი, თითოეულს
მოვაცალოთ კანი, შემდეგ კი გავხეხოთ (დუშლაკზე), გახეხილ მასას დავამატოთ შაქარი,
კარგად ავურიოთ და დავდგათ გაზქურაზე. წამოდუღების შემდეგ ვხარშოთ 5 წუთი, შემდეგ
გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ, კვლავ დავდგათ გაზქურაზე, წამოვადუღოთ,
წამოდუღების შემდეგ ვხარშოთ 5 წუთი, კვლავ გადმოვდგათ გაზქურიდან, გავაცივოთ და
ერთხელ კიდევ გავიმეოროთ ზემოთ აღნიშნული პროცედურა და შემდეგ ჩავსხათ მომზადებული
ჯემი ქილებში.
|