ალადები
მასალა:
კეფირი ან მაწონი (თუ მაწონს გამოვიყენებთ შაქრი დავამატოთ)1 ჭიქა
შაქარი 2 ს/კ.
კვერცხი 2ც.
პურის ფქვილი 1 ჭიქა
კარაქი 2 ს/კ.
მარილი 1/4 ჩ/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ
ვანილი გემოვნებით.
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
კარაქი გავადნოთ, ცოტა გავაგრილოთ, შემდეგ დავამატოთ კვერცხი, მარილი,
სოდა ძმრით ათქვეფილი, კეფირი, ვანილი, შაქარი, პურის ფქვილი, კარგად ავურიოთ
ცომს (ცომს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის
კონსისტენცია) და დავდგათ თბილ ადგილზე 20 წუთი. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავასხათ
ზეთი და სუფრის კოვზით მოვათავსოთ ტაფაზე მომზადებული ცომი. ალადები შევწვათ ორივე
მხრიდან.
|