აჩაშვ (აფხაზური)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
მარილი 1 ჩ/კ.
კარაქი (გაყინული) 12
ს/კ.
კვერცხი 1ც.
იოგურტი (ტკბილი
იოგურტი არ გამოვიყენოთ) 300გრ.
შიგთავსი:
აფხაზური ყველი (ან იმერული ყველი) 400გრ.
კვერცხი 1ც.
წასასმელად:
კვერცხის გული (ყვითრი)
2ც.
მომზადება:
ავთქვიფოთ მიქსერით 1ც.
კვერცხი, დავამატოთ ფქვილი, მარილი, დაჭრილი კარაქი, იოგურტი და მოვზილოთ ცომი.
ცომი მოვაგუნდაოთ და შევდოთ მაცივარში (საყინულეში) 1 საათით. 1 საათის შემდეგ
ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავყოთ 2 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ თხლად,
ერთი ნაწილი მოვათავსოთ პერგამენტდაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ცომის
მთლიან ზედაპირზე თანაბრად გადავანაწილოთ მომზადებული შიგთავსი, ზევიდან დავაფაროთ
ცომის მეორე ნაწილი, კარგად გადავუკეცოთ გვერდები, შემდეგ ცომს მთლიან ზედაპირზე
წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 20–30
წუთის განმავლობაში.
შიგთავსის მომზადება:
ყველი გავხეხოთ,
დავამატოთ კვერცხი და კარგად ავურიოთ (თუ საჭირო იქნება დავამატოთ მარილი).
|