პიტნა
პიტნა (ლათ. Mentha), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ 4 სახეობა:
- ომბალო (Mentha pulegium),
- მინდვრის პიტნა (Mentha arvenis),
- წყლის პიტნა (Mentha aquatica),
- ტყის პიტნა (Mentha longifolia).
რაც შეეხება ბაღის პიტნას - Mentha piperita L. იგი ველური ფორმით არ არსებობს, მაგრამ საქართველოში ხშირად გვხვდება გაველურებული. ბაღის პიტნას, რუსულის გავლენით (Мята перечная) პილპილა პიტნასაც უწოდებენ. ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ ამ დასახელებას, რადგან ,,ბაღის პიტნას" ხშირად ხალხი უწოდებს არა სახეობას, არამედ ბაღში ნაზარდ პიტნას, ველურისაგან განსხვავებით და ამან კონსულტაციებისას ტერმინთა აღრევა გამოიწვია.. გვხვდება კიდევ ერთი ტერმინი ,,ინგლისური პიტნა". მას იყენებენ ,,ბაღის პიტნის" სინონიმად, რადგან ,,ბაღის პიტნა" ინგლისში შეიქმნა. ამავე დროს, ,,ინგლისური პიტნა" ქვია ,,ბაღის პიტნის" ერთ-ერთ ჯიშს. ცალკე უნდა აღინიშნოს ომბალო - Mentha pulegium L. იგი ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ოდნავ შებუსული, 50 სანტიმეტრამდე სიმაღლის, სწორმდგომი ღერო აქვს. ფოთლები მომრგვ
...
კითხვის გაგრძელება »