ზარმაცუნა ეკლერი
მასალა:
ცომი:
კარაქი 200 გრ.
შაქარი 150 გრ.
კვერცხი 1 ც.
პურის ფქვილი 170 გრ.
დარიჩინი 1 ჩ/კ.
ვანილი გემოვნებით.
კრემი:
კაკაო 2 ს/კ.
კარაქი 100 გრ.
შოკოლადი 100 გრ.
რძე 50 გრ.
შაქარი 200 გრ.
ვანილი გემოვნებით.
კონიაკი ეკლერზე მოსასხმელად.
მომზადება:
დარბილებული კარაქი
ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. კვერცხი ავთქვიფოთ ვანილთან და დარიჩინთან
ერთად, შემდეგ კარაქიან მასას დავამატოთ კვერცხიანი მასა, ფქვილი და მოვზილოთ
ცომი, მომზადებული ცომი შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 2 საათი, შემდეგ
გამოვიღოთ მაცივრიდან დავჭრათ საშულაო ზომის ნაჭრებად, თითოეული ნაჭერი დავაწყოთ
გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ 170–180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში
დაახლოებით 10–15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ორცხობილები ცოტა
გავაცივოთ, წავუსვათ კრემი და შევაერთოთ, თავზე თითოეულ ეკლერს მოვაპკუროთ
კონიაკი, მომზადების შემდეგ შევინახოთ მაცივარში 15 წუთი.
კრემის მომზადება:
ქვაბში მოვათავსოთ
კარაქი, კაკაო, შოკოლადი, რძე, დავდგათ გაზქურაზე და ავადუღოთ, შემდეგ გადმოვდგათ
გაზქურიდან, დავამატოთ შაქარი, ვანილი კარაგად ავურიოთ და შევინახოთ მაცივარში
(საყინულეში) 2 საათი.
|