ნამცხვარი „კალიფსო"
მასალა:
ქოქოსის ფენა:
კვერცხის ცილა 6.
შაქარი 6 ს/კ.
ქოქოსის ფანტელები 100გრ.
პურის ფქვილი 5 ს/კ.
ვანილი 0,5 ჩ/კ.
შოკოლადის ფენა:
კვერცხი 4ც
შაქარი 4 ს/კ.
პურის ფქვილი 4 ს/კ.
კაკაო 2 ს/კ.
გამაფხვიერებელი 0,5 ჩ/კ.
ვანილი 0,5 ჩ/კ.
კრემი:
რძე 5ს/კ.
კარაქი 250გრ.
კვერცხის გული (ყვითრი) 6ც.
შაქარი 150გრ.
რძე 5 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.
გალაზური (მინანქარი):
შოკოლადი 100–150გრ.
კარაქი 50გრ.
რძე 3 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.
ქოქოსის ფენა:
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დავამატოთ
შაქარი, ქოქოსის ფანტელები, ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული მასა მოვათავსოთ
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე.
შოკოლადის ფენა:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისაგან.
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, ნელ–ნელა დავამატოთ კვერცხის გული, შემდეგ ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო და კარგად ავუროთ.
მომზადებული მასა დავასხათ პირველ ფენას (ქოქოსის ფენას) შევდგათ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში და ვაცხოთ 25–30 წუთის განმავლობაში.
კრემის მომზადება:
კვერცხის გულს დავამატოთ, შაქარი, ვანილი, რძე და ვადუღოთ
წყლის აბაზანაზე შესქელებამდე. მომზადების შემდეგ გავაცივოთ და ავთქვიფოთ დარბილებულ
კარაქთან ერთად. მომზადებული კრემი წავუსვათ გამომცხვარ ბისკვიტს და შევინახოთ მაცივარში
1 საათით.
გლაზურის (მინანქარის) მომზადება:
შოკოლადს დავამატოთ 3 ს/კ. რძე, ვანილი, 50გრ. კარაქი
და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, როდესაც ადუღდება, გადმოვდგათ, ცოტა გავაცივოთ და მოვასხათ
ნამცხვარს. ნამცხვარი შევინახოთ მაცივარში 1 საათით შემდეგ დავჭრათ სასურველი ფორმის
ნაჭრებად.
|