წითელი მოცხარის
კეჩუპი
მასალა:
წითელი მოცხარი 2კგ.
შაქარი 1კგ.
ძმარი 1 ჭიქა
დაფქვილი დარიჩინი 1 ს/კ.
დაფქვილი მიხაკი 2 ჩ/კ.
შავი პილპილი 1 ჩ/კ.
მომზადება:
მოცხარი გავრეცხოთ, გავაშროთ, ჩავყაროთ
ქვაბში, დავაყაროთ შაქარი, დავდგათ გაზქურაზე, ავადუღოთ და ვხარშოთ 15 წუთი
(ხარშვის პერიოდში განუწყვეტლივ ვურიოთ), შემდეგ დავამატოთ დარიჩინი, მიხაკი,
პილპილი, ვხარშოთ კიდევ 5–10 წუთი და დავამატოთ ძმარი, როგრც კი მასა ადუღდება
გადმოვდგათ გაზქურიდან, ჩავასხათ ქილებში და დავაფაროთ თავსახური.
|