თევზის გულიაში
მასალა:
თევზი 500გრ.
1ც. ლიმონის წვენი
ხახვი 1 თავი
ნიორი 3–4 კბილი
ოხრახუში 1 კონა
კამა 1 კონა
ტომატ–პასტა 2–3 ს/კ.
ლიმონი 2–3 ნაჭერი
წყალი 2–3 ჭიქა
დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად,
მოვასხათ ლიმონის წვენი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და გავაჩეროთ 15–20 წუთი
დასამარინადებლად. ხახვი, ნიორი და მწვანილები დავჭრათ წვრილად, დავამატოთ ლიმონის
ნაჭრები და ვთუშოთ ზეთში ტაფაზე დაახლოებით 3–4 წუთი, შემდეგ დავამატოთ
ტომატ–პასტა, ავურიოთ, დავასხათ წყალი, ვთუშოთ 5 წუთი, შემდეგ ჩავაწყოთ თევზის
ნაჭრები, მოვაყაროთ მარილი და ვთუშოთ ნელ ცეცხლზე 20–30 წუთის განმავლობაში.
გავაფორმოთ მწვანილით.
|