თევზი სოუსში
მასალა:
თევზის ფილე 10–12 ნაჭერი
სტაფილო 4–5ც.
ხახვი 1–2 თავი
ხმელი რეჰანი და მარილი გემოვნებით.
სოუსი:
ნაღები 0,5 ჭიქა
მაიონეზი 1–2 ს/კ.
გატარებული ნუში და მიწისთხილი 1 ს/კ.
თეთრი პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
სტაფილო დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ ხმელი რეჰანი,
ავურიოთ და ვთუშოთ თავდახურულ მდგომარეობაში სანამ სტაფილო არ დარბილდება. შემდეგ
დავამატოთ ნახევარმთვარისებულად დაჭრილი ხახვი, ვთუშოთ 3–4 წუთი, შემდეგ მოთუშულ
ბოსტნეულში ჩავაწყოთ თევზის ფილის ნაჭრები, დავასხათ ცოტა წყალი, მოვაყაროთ მარილი
და ვთუშოთ დაახლოებით 15–20 წუთი. როცა თევზი მოიხარშება, დავასხათ მომზადებული
სოუსი, დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ რამოდენიმე წუთი.
სოუსის მომზადება:
მაიონეზს დავამატოთ ნაღები, თეთრი პილპილი, გატარებული ნუში და
მიწისთხილი და კარგად ავურიოთ.
|