თევზი მაიონეზით
მასალა:
თევზი (მოივა) 1კგ.
მაიონეზი 1–2ც.
ხახვი 4–5 თავი
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოთ (თავიც მოვაცალოთ), გავრეცხოთ, მოვათავსოთ
სასურველ ფორმაზე, მოვაყაროთ ნახევარმთვარისებულად დაჭრილი ხახვი, მარილი, წიწაკა,
მოვასხათ მაიონეზი და შევწვათ აირღუმელში, მომზადებამდე 5 წუთით ადრე გამოვიღოთ
აირღუმელიდან მოვაყაროთ ხახვი და კვლავ შევდგათ აირღუმელში.
|