თაფლის კექსი
(სამარხვო)
მასალა:
თბილი წყალი 250მლ.
თაფლი 2 ს/კ.
შაქარი 0,5 ჭიქა
მცენარეული ზეთი (სუნის გარეშე) 0,5 ჭიქა
პურის ფქვილი 1,5–2 ჭიქა
სოდა 1,5 ჩ/კ.
ცოტა მარილი
(ცომში სურვილისამებრ შეგვიძლია ავურიოთ ნებისმიერი ხილის ჩირი ან
ნიგოზი).
მომზადება:
თბილ წყალს დავამატოთ თაფლი, შაქარი,
მარილი, ზეთი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი, სოდა და ვურიოთ
ხელის სათქვეფით ერთიანი მასის მიღებამდე (ცომი უნდა გამოვიდეს თხევადი, ალადების
ცომზე შედარებით თხელი). მომზადებული ცომი ჩავსხათ სასურველ ფორმებში, დაახლოებით
2/3 სიმაღლეზე (კეკსი ცხობის პერიოდში კარგად ამოდის) და გამოვაცხოთ 200*
ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
გამოცხობის შემდეგ ცოტა შევაგრილოთ და შემდეგ გადმოვიღოთ ფორმებიდან.
სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაყაროთ შაქარის პუდრა.
|