მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » ტორტი „მაცდური ალუბალი“
16:59
ტორტი „მაცდური ალუბალი“


ტორტი „მაცდური ალუბალი"

 

მასალა:

თეთრი ბისკვიტი:

პურის ფქვილი 2 ჭიქა

შაქარი 1 ჭიქა

კვერცხი 2ც.

სგუშონი 1  ქილა

არაჟანი 200გრ.

ვანილი 1ც.

სოდა 2 ჩ/კ.

ძმარი 1 ს/კ.

ალუბლის მურაბა (კურკა გამოვაცალოთ) 10–15ც.

 

ყავისფერი ბისკვიტი:

პურის ფქვილი 2 ჭიქა

შაქარი 1 ჭიქა

კვერცხი 2ც.

კაკო 2 ს/კ.

სგუშონი 1  ქილა

არაჟანი 200გრ.

სოდა 2 ჩ/კ.

ვანილი 1ც.

ძმარი 1 ს/კ.

ალუბლის მურაბა (კურკა გამოვაცალოთ) 10–15ც.

 

კრემი:

არაჟანი 1ლ.

შაქრი 1 ჭიქა

 

ზეფირის ფენა:

ვარდისფერი ზეფირი 300გრ.

 

მინანქარი (გლაზური):

კაკო 4 ს/კ.

არაჟანი 4 ს/კ.

შაქარი 4 ს/კ.

კარაქი 50გრ.

 

მომზადება:

თეთრი ბისკვიტი მომზადება:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, დავამტოთ არაჟანი, სგუშნი, ვანილი, სოდა ძმრით ათქვეფილი, ნელ–ნელა ჩავყაროთ გაცრილი პურის ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად, ერთი ნაწილი ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში), თავზე მოვაყაროთ ალუბალი, გადავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, ისე რომ ცომს არ შეხოს და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. ცომის მეორე ნაწილიც ასე გამოვაცხოთ მხოლოდ ალუბალი არ დავამტოთ.

 

ყავისფერი ბისკვიტის მომზადება:

ყვისფერი ბისკვიტიც იგივე მეთოდით მოვამზადოთ როგორც თეთრი ბისკვიტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში ცომს დავამატოთ კაკო.

 

კრემის მომზადება:

არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე. (თუ კრემი ძალიან თხელი გამოვიდა დავამატოთ არაჟნის შესასქელებელი).

 

ზეფირის ფენის მომზადება:

ზეფირი გავყოთ შუაზე, თითოეული ნახევარი კიდევ გავყოთ სიგრძეზე ორად.

 

მინანქარის (გლაზურის) მომზადება:

კაკოს დავამატოთ შაქარი, არჟანი, კარაქი, დავდგათ გაზქურაზე, განუწყვეტლივ ვურიოთ და ვადუღოთ შესქელებამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, ცოტა გავაცივოთ და მოვასხათ ტორტს.

 

ტორტის აწყობა:

ყავისფერ ბისკვიტს წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფროთ თეთრი  (ალუბლიანი) ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, შემდეგ მთლიან ზედაპირზე მოვაწყოთ დაჭრილი ზეფირი, წავუსვათ კრემი, დავაფროთ თეთრი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, დავაფროთ ყავისფერი (ალუბლიანი) ბისკვიტი წავუსვათ კრემი, შემდეგ მთლიან ზედაპირზე მოვაწყოთ დაჭრილი ზეფირი, მოვასხათ დარჩენილი კრემი და შევდოთ მაცივარში 3–4 საათით, შემდეგ გამოვიღოთ, მოვასხათ მინანქარი და კვლავ შევდოთ მაცივარში რამოდენიმე საათით, ბოლოს გავაფორმოთ ალუბლით.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 2062 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „მაცდური ალუბალი“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: