მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 11 » ტორტი „ექსპრონტი“
16:05
ტორტი „ექსპრონტი“


ტორტი „ექსპრონტი"

 

მასალა:

ბისკვიტი:

კვერცხი 20ც.

პურის ფქვილი 20 ს/კ.

შაქარი 20 ს/კ.

ვანილი 1ც.

სოდა 1 ჩ/კ.

 

დასანამი:

2 ჭიქა ტკბილ ჩაის დავამატოთ 1,5 ჩ/კ. ხსნადი ყავა.

 

შიგთავსი:

ბანანი 5ც.

კივი (მწიფე) 500გრ.

 

კრემი:

პურის ფქვილი 1,5 ჭიქა

შაქარი 2 ჭიქა

წყალი ან რძე 3 ჭიქა

ვანილი 1ც.

მარგარინი 500გრ.

სგუშონი 1 ქილა.

 

ალუბლის მურაბა გასაფორმებლად.

 

მომზადება:

ბისკვიტის მომზადება:

კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი  და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. (ბისკვიტის გამოცხობა შეგვიძლია ქვაბშიც, ამ შემთხვევაში ქვაბში ჩავაფარებთ ქაღალდს, გავაცხელებთ, წავუსვამთ კარაქს, დავდგამთ გაზქურაზე, ნელ ცეცხლზე, ჩავასხავთ ცომს ქვაბში და დავაფარებთ სახურავს, ვაცხობთ 20–30 წუთი).

 

კრემის მომზადება:

პურის ფქვილს ავურიოთ შაქარი და გავძრათ 1 ჭიქა ცივ წყალში, შემდეგ დავამატოთ 2 ჭიქა ადუღებული წყალი, ავურიოთ, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ (დუღილისას კრემს განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით), სქელი მასის მიღებამდე, მოდუღების შემდეგ კრემი გადმოვდგათ გაზქურიდან და გავცივოთ. ცალკე ჯამში კარგად ავთქვიფოთ მარგარინი, დავამატოთ სგუშნი და კვლავ ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ გაცივებული კრემი, ვანილი და ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე. მომზადებული კრემი 20 წუთით შევდოთ მაცივარში (საყინულეში).

 

ტორტის აწყობა:

მომზადებული ბისკვიტი გავჭრათ 3 ფენად. პირველი ფენა დავნამოთ მომზადებული დასანამით, წავუსვათ მომზადებული კრემი, მთლიანი ზედაპირი დავფაროთ მრგვალად დაჭრილი ბანანით, შემდეგ დავფაროთ მეორე ფენა, კვლავ დავნმაოთ, წავუსვათ კრემი, დავაწყოთ მრგვალდ დაჭრილი კივი, დავაფაროთ მესამე ფენა, დავნამოთ, წავუსვათ კრემი ტორტს მთილიან ზედაპირზე და ირგვლივ, მოვრთოთ კრემით და გავაფორმოთ კივით და ალუბლის მურაბით. ბოლოს ტორტს მოვაწუწოთ ცოტა ალუბლის მურაბის წვენი. მომზადებული ტორტი შევდოთ მაცივარში 1 დღით.

კატეგორია: ტორტები | ნანახია: 2138 | დაამატა: natia | ტეგები: ტორტი „ექსპრონტი“ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: