
ტორტი „სან–პაულო"
მასალა:
კარაქი 150გრ.
შაქარი 1 ჭიქა
ნაღები 2 ჭიქა
გატარებული ნიგოზი ან მიწის თხილი 1 ჭიქა
კვერცხის გული ყვითრი 4ც.
ალუბლის მურაბა გემოვნებით,
დიდი ოთკუთხედი ფორმის ორცხობილა, რაოდენობა სურვილისამებრ.
მინანქარი (გლაზური):
კაკო 2–3ს/კ.
პურის ფქვილი 1ს/კ.
შაქარი 0,5 ჭიქა
რძე 5ს/კ.
კარაქი 50გრ.
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
სასურველ ფორმას წავუსვათ ცოტა წყალი (რათა ორცხობილები ფორმას კარგად
დაეკროს), ორცხობილები დავაწყოთ მთლიან ფორმაზე, წავუსვათ ალუბლის მურაბა (მხოლოდ
ალუბალი წავუსვათ წვენი არა), შემდეგ
კრემი, მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი, კოვზით კარგად მოვასწოროთ ზედაპირი, შემდეგ
კრემის მთლიან ზედაპირზე დავაწყოთ ორცხობილები და იგივე თანმიმდევრობით დავკრემოთ
ყველა ფენა სანამ ორცხობილა არ გათავდება. ბოლო ფენას წავუსვათ ალუბლის მურაბა,
კრემი, მოვასხათ მინანქარი და მოვაყაროთ ნიგოზი. მომზადებული ტორტი შევდგათ
მაცივარში 8 საათით.
კრემის მომზადება:
2/3 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ დარბილებულ კარაქთან ერთად მიქსერით
ერთიანი მასის მიღებამდე, შემდეგ ნელ–ნელა დავამატოთ ნაღები და კარგად ავთქვიფოთ.
კვერცხის გულს დავამატოთ შაქარი და გავაცხელოთ წყლის აბაზანაზე, განუწყვეტლივ
ვურიოთ, ერთიანი წებოვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გავაცივოთ, დავამატოთ კარაქიან
მასას და კარგად ავთქვიფოთ.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ კაკაო, შაქარი, რძე, დავდგათ გაზქურაზე,
განუწყვეტლივ ვურიოთ და ვადუღოთ შესქელებამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან,
გავაცივოთ და ავურიოთ კარაქი და ვანილი. (თუ გვსურს გლაზური უფრო სქელი გამოვიდეს
შეგვიძლია პურის ფქვილი კიდევ დავამატოთ).
|