ტორტი „სამეფო"
მასალა:
პურის ფქვილი 1,5 ჭიქა
კვერცხი 3ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
არაჟანი 1,5 ჭიქა
გამაფხვიერებელი 3 ჩ/კ.
ქიშმიში 0,5 ჭიქა
ყაყაჩოს თესლი 0,5 ჭიქა
ქლიავის ჩირი 0,5 ჭიქა
(ცომში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ხილის ჩირი და ნიგოზი).
კრემი:
მოხარშული სგუშონი 1 ქილა
კარაქი 200გრ.
ნებისმიერი ხილი გასაფორმებლად.
მომზადება:
ბისკვიტის მომზადება:
1ც. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ 0,5 ჭიქა შაქარი, 1 ჩ/კ.
გამაფხვიერებელი (გამაფხვიერებელი შეგვიძლია შევცვალოთ 1 ჩ/კ. სოდა+1 ს/კ. ძმარი,
სოდა ავთქვიფოთ ძმრით), 0,5 ჭიქა არაჟანი, 0,5 ჭიქა პურის ფქვილი, 0,5 ჭიქა
წვრილად დაჭრილი ქლიავის ჩირი, კარგად ავურიოთ და ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ,
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და
გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში.
(გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება,
რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის
ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.
დანარჩენი ორი ცომიც ასევე გამოვაცხოთ, მხოლოდ ქლიავის ჩირის მაგივრად ერთ ცომს
დავამტოთ ყაყაჩოს თესლი, ხოლო მეორეს ქიშმიში.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ სგუშონი და კვლავ ავთქვიფოთ
ერთიანი მასის მიღებამდე (თუ კრემი ცოტა გამოვიდა კარაქის და სგუშონის რაოდენობა
გავზარდოთ).
ტორტის აწყობა:
პირველ ფენად დავდოთ ყაყაჩოს თესლიანი ბისკვიტი, წავუსვათ მომზადებული
კრემი, დავაფაროთ ქიშმიშიანი ბისკვიტი, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ქლიავის ჩირიანი
ბისკვიტი, წავუსვათ კრემი თავზე და ირგვლივ, შემდეგ ტორტის ზედაპირი გავაფორმოთ
კივით, ბანანით და მანდარინით, ხოლო გვერდები გავაფორმოთ გატარებული ნიგოზით და
ქლიავის ჩირით.
|