ტორტი „მაკოცე"
მასალა:
ნიგვზიანი ფირფიტა:
კვერცხის ცილა 4ც.
შაქარი 1 ჭიქა
ნიგოზი 2 ჭიქა.
თეთრი ფირფიტა:
პურის ფქვილი 1,5 ჭიქა
კვერცხის გული (ყვითრი) 4ც.
კარაქი 150გრ.
შაქარი 3/4 ჭიქა
სოდა 0,5 ჩ/კ.
ძმარი 0,5 ს/კ.
კრემი:
სგუშონი 1 ქილა
კარაქი 300გრ.
ვანილი 1ც.
ნიგვზიანი ფირფიტის მომზადება:
გაციებული კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, (კვერცხის ცილა უნდა
გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ
შაქარი და ავთქვიფოთ, დავამატოთ მოხახლული წვრილად დაჭრილი ნიგოზი და კარგად
ავურიოთ. გამოსაცხობ ფორმაზე დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი,
ჩავასხათ მომზადებული ცომი, შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით
1,5 საათი.
თეთრი ფირფიტის მომზადება:
დარბილებულ კარაქს ავურიოთ შაქარი, დავამატოთ კვერცხის გული (ყვითრი)
და ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ სოდა ძმრით ათქვეფილი, ფქვილი და კარგად ავურიოთ.
მომზადებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფაროთ პერგამენტის
ქაღალდი, ცოტათი მოვაბკუროთ წყალი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ გაცხელებულ
აირღუმელში. მეორე ცომიც ასევე გამოვაცხოთ.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ, დავამატოთ სგუშონი და ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ
ერთიანი მასის მიღებამდე.
ტორტის აწყობა:
თეთრ ფირფიტას წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფაროთ ნიგვზიანი
ფირფიტა, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ თეთრი ფირფიტა და თავზე და ირგვლივ წავუსვათ
კრემი. მომზადებული ტორტი შევდგათ მაცივარში 2 საათით.
|