
ტორტი „ჭყაპა"
მასალა:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
არაჟანი 400გრ.
შაქარი 1,5 ჭიქა
კვერცხი 1ც.
კაკაო 2 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
კრემი:
მოხარშული სგუშონი 1 ქილა
კარაქი 200გრ.
ნიგოზი (მოხალული) 100გრ.
მომზადება:
კვერცხს დავამატოთ არაჟანი, კაკაო, სოდა ძმრით ათქვეფილი, შაქარი,
პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი გავყოთ ორ ნაწილად, თითოეული
ნაწილი ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ
აირღუმელში.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ, დავამატოთ სგუშონი და კვლავ ვთქვიფოთ ერთიანი მასის
მიღებამდე.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ფირფიტები, გავჭრათ შუაზე, გამოდის ოთხი ფენა, პირველ
ფენას წავუსვათ მომზადებული კრემი, დავაფაროთ მეორე ფენა, წავუსვათ კრემი,
მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, დავაფაროთ მესამე ფენა, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ
მეოთხე ფენა, წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნიგოზი. მომზადებული ტორტი შევდგათ
მაცივარში 6–7 საათით.
|