სწრაფი პეროგი
მასალა:
პურის ფქვილი 1 ჭიქა
კვერცხი 6ც.
შაქარი 1 ჭიქა
ვანილი, ალუბალი და ნიგოზი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ
მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ
მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ
ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა
პურის ფქვილი, ვანილი და კარგად ავურიოთ, მომზადებული ცომი ჩავასხათ გამოსაცხობ
ფორმაში, ცომზე მოვაწყოთ ალუბალი, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და გამოვაცხოთ
აირღუმელში.
|