შოკოლადის ტორტი
მასალა:
ბისკვიტი:
კვერცხი 10ც.
შაქარი 10 ს/კ.
პურის ფქვილი 10 ს/კ.
ვანილი 2 ჩ/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
კაკაო 4–5 ს/კ.
მინანქარი (გლაზური):
შოკოლადი 100გრ.
რძე 2–3 ს/კ.
კრემი:
არაჟანი (სქელი) 0,5კგ.
შაქარი 180–200გრ.
ნაყინი (ჭიქის) 2ც.
ვანილი გემოვნებით.
გასაფორმებლად:
ყავისფერი ორცხობილა (პეჩენია) გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ
მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ
მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ
ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა
პურის ფქვილი, სოდა, ვანილი, კაკო და
ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავასხათ
პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ
გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე 20–25
წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი არ შეძლება ღუმელის
კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის მზადყოფნა შევამოწმოთ ხის
ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი
ბისკვიტი მზადაა.
კრემის მომზადება:
არაჟანს დავამტოთ შაქარი, ნაყინი, ვანილი და კარგად ავურიოთ (არ
ავთქვიფოთ), ცოტა ხანი გავაჩეროთ, შემდეგ კვალავ ავურით. (შაქარი მთლიანად უნდა
გაიხსნას).
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
შოკოლადი გავადნოთ რძესთან ერთად. (ტორტს მოვასხათ შეგრილებული
ფორმით).
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ 4 ნაწილად. თითოეულ ფენას წავუსვათ
მომზადებული კრემი, ბოლო ფენას წავუსვათ კრემი, შემდეგ მოვაყაროთ დაფხვნიოლი
ორცხობილა და მოვაწუწოთ მინანქარი. მომზადებული ტორტი 1 დღით შევდგათ მაცივარში
(საყინულეში).
|