შოკოლადის ტორტი
მასალა:
ბისკვიტი:
კვერცხი 10ც.
პურის ფქვილი 10 ს/კ.
შაქარი 10 ს/კ.
კაკაო 4–5 ს/კ.
ვანილი 1ც.
სოდა 0,5ჩ/კ.
დასანამი:
1,5 ჭიქა ტკბილ ყავას დავამატოთ კონიაკი
გემოვნებით.
კრემი:
ცხიმგამოცლილი ხაჭო 400გრ.
კარაქი 200გრ.
რძე 0,5 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
თეთრი შოკოლადი 100–150გრ.
ვანილი1ც.
ქლიავის ჩირი 1 ჭიქა.
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ
ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა
გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ
შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ
მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, კაკო, ვანილი და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი
უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 180*
ტემპერატურაზე 20–25 წუთის განმავლობაში. (გამოცხობის პერიოდში პირველი 15–20 წუთი
არ შეძლება ღუმელის კარის გამოღება, რადგან ბისკვიტი ჩავარდება) ბისკვიტის
მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც
ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა. (ბისკვიტის გამოცხობა შეგვიძლია
ქვაბშიც, ამ შემთხვევაში ქვაბში ჩავაფარებთ ქაღალდს, გავაცხელებთ, წავუსვამთ
კარაქს, დავდგამთ გაზქურაზე, ნელ ცეცხლზე, ჩავასხავთ ცომს ქვაბში და დავაფარებთ
სახურავს, ვაცხობთ 20–30 წუთი).
კრემის მომზადება:
რძე გავაცხელოთ წყლის აბაზანაზე და
გავადნოთ მასში შოკოლადი. ხაჭო მოვათავსოთ ჯამზე, დავამატოთ შაქარი, ვანილი,
შოკოლადიანი მასა და დავაბლენდეროთ, შემდეგ დავამატოთ ათქვეფილი კარაქი და კარგად
ავთქვიფოთ. წინასწარ ქლიავის ჩირს დავასხათ ადუღებული წყალი, გავაშროთ და გავატაროთ ხორცსაკეპმანქანაში. მომზადებული
კრემი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად, ერთში დავამატოთ გატარებული ჩირი და კარგად
ავურიოთ. ორივე კრემი შევდოთ მაცივარში (საყინულეში) დაახლოებით 1 საათით, რათა
შესქელდეს.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე,
დავნამოთ, წავუსვათ ჩირიანი კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი და წავუსვათ თეთრი
კრემი, მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი. მომზადებული ტორტი შევდგათ მაცივარში 3–4
საათით.
|