შოკოლადის ტორტი
მასალა:
პურის ფქვილი 2 ჭიქა
კაკაო 7–8 ს/კ.
გამაფხვიერებელი 4 ჩ/კ.
შაქარი 1,5 ჭიქა
რძე 2 ჭიქა
კრემი:
სგუშონი 1 ქილა
კარაქი 200გრ.
მასალა:
მინანქარი (გლაზური):
სგუშონი 200გრ.
შავი შოკოლადი 200გრ.
შაქარი 2 ს/კ.
კარაქი 2 ჩ/კ.
ვანილი 1ც.
მომზადება:
პურის ფქვილს დავამატოთ კაკაო, გამაფხვიერებელი, შაქარი, კარგად
ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ თბილი რძე და კარგად ავურიოთ (ათქვეფა არ შეიძლება).
მომზადებული ცომი ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ
180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 30–40 წუთის განმავლობაში.
კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და კვლავ
ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
სგუშონი ჩავასხათ პატარა ჭურჭელში, დავამატოთ დატეხილი შოკოლადი,
შაქარი და დავდგათ გაზქურაზე, როდესაც ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ
ვანილი და კარაქი. (ტორტზემოვასხათ გაგრილებული ფორმით). თუ გლაზური ძალიან სქელი
გამოვიდა შეგვიძლია დავუმატოთ ადუღებული რძე.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ შუაზე, ქვედა ნაწილს წავუსვათ
მომზადებული კრემი, დავაფაროთ ზედა ნაწილი, წავუსვათ კრემი და მოვასხათ მინანქარი.
მომზადებული ტორტი შევდგათ მაცივარში 4–5 საათით.
|