შოკოლადის ნამცხვარი
მასალა:
პურის ფქვილი 2/3 ჭიქა
კვერცხი 4ც.
შაქარი 1/2 ჭიქა
სოდა 0,5 ჩ/კ.
გახეხილი შოკოლადი 50გრ.
ვანილი გემოვნებით.
კრემი:
კარაქი 200გრ.
კვერცხის გული 3ც.
შაქარი 1/2 ჭიქა
ხსნადი ყავა 1 ს/კ.
კაკაო 1 ს/კ.
ვანილი გემოვნებით.
გასაფორმებლად:
გახეხილი შოკოლადი გემოვნებით.
მომზადება:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ
მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ
მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ
ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ასევე
ნელ–ნელა პურის ფქვილი, სოდა, ვანილი, გახეხილი შოკოლადი და ვურიოთ ხის კოვზით
ერთიანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ჩავსახათ პერგამენტჩაფარებულ, ცხიმწასმულ,
ფქვილმოყრილ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და
გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში 15–20 წუთის განმავლობაში. (ცხობის პერიოდში
ყურადღება მივაქციოთ რომ ფირფიტა ძალიან არ გამოშრეს). გამოცხობის შემდეგ ფირფიტა
ცოტა გავაცივოთ, შემდეგ გავჭრათ შუაზე, ქვედა ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ზედა ნაწილი, წავუსვათ კრემი
და მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
კრემის მომზადება:
კვერცხის გულს დავამატოთ შაქარი და გავაცხელოთ წყლის აბაზანაზე,
დავამატოთ ყავა, კაკაო, ვანილი
განუწყვეტლივ ვურიოთ, ერთიანი წებოვანი მასის მიღებამდე, შემდეგ კვერცხიანი მასა
გადმოვდგათ და ცოტა გავაცივოთ. კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ კვერცხიანი
მასა და კვლავ ავთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
|