შემწვარი ღალღები საწებლით
მასალა:
ღალღა 6ც.
ერბო 6–7 ს/კ.
ბაჰარი 5 მარცვალი
პურის ფქვილი 1 ს/კ.
არაჟანი 2 ს/კ. შავი პილპილი 4 მარცვალი
ნახევარი ლიმონი
ხახვი 1 თავი.
მომზადება:
ღალღა გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ, შევწვათ შამფურზე ან ქვაბში 2–3 ს/კ.
ერბოთი. შიგნეულობა წვრილად დავჭრათ, დარჩენილ ერბოში მოვხრაკოთ ხახვი და ფქვილი,
დავამატოთ ბაჰარის მარცვალი, დანაყილი შავი პილპილი, მოვაყაროთ მარილი,
ჩავაწუროთ ნახევარი ლიმონი. შეგვიძლია დავამატოთ არაჟანიც. ყველა ეს გავსხნათ 1
ჭიქა ბულიონში, ავადუღოთ და ჩავაწყოთ შემწვარი ღალღები.
|