შემწვარი კამბალა
მასალა:
თევზი (კამბალა) 1კგ.
ხახვი 2–3 თავი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
პურის ფქვილი ან დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) ამოსავლებად.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ
მარილი, ამოვავლოთ ფქვილში ან დაფქვილ ორცხობილაში (სუხარში) და შევწვათ ზეთში
ორივე მხრიდან, მომზადების შემდეგ მოვაყაროთ პილპილი და ნახევარმთვარისებულად
დაჭრილი ხახვი.
|