
შაქრის ორცხობილა
მასალა:
პურის ფქვილი 4 ჭიქა
კარაქი 200გრ.
მაიონეზი 250გრ.
კვერცხი 1ც.
სოდა 0,5 ჩ/კ.
ძმარი 1 ს/კ.
შაქრი 1 ჭიქა
ცოტა ლიმონის წვენი
ვანილი გემოვნებით.
მომზადება:
დარბილებულ კარაქს დავამტოთ მაიონეზი, კვერცხი, სოდა ძმრით ათქვეფილი,
ვანილი, შაქრი, ლიმონის წვენი, ფქვილი და კარგად ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე.
მომზადებული ცომი სპეციალური კულინარული შპრიცის საშუალებით მოვათავსოთ ცხიმწასმულ
გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში.
|