სამარხვო ტორტი
მასალა:
ბისკვიტი:
პურის ფქვილი (გაცრილი) 1+3/4 ჭიქა
მარილი 1/2 ჩ/კ.
ფორთოხლის წვენი 3/4 ჭიქა
ფორთოხლის ცედრა გახეხილი (კანი) 2 ჩ/კ.
შაქარი 3/4 ჭიქა
სიმინდის ზეთი 1/3 ჭიქა
ღვინის ძმარი 30მლ.
სოდა 1 ჩ/კ.
წყალი 2 ს/კ.
სიროფი:
ფორთოხლის წვენი 100მლ.
შაქარი 75გრ.
შიგთავსი:
ნებისმიერი ჯემი ან მურაბა გემოვნებით.
მინანქარი (გლაზური):
ფორთოხლის წვენი 3 ს/კ.
შაქარი 3 ს/კ.
კაკაო 3 ს/კ.
სამარხვო კარაქი 50გრ.
მომზადება:
ბისკვიტის მომზადება:
ფქვილს შევურიოთ მარილი. ფორთოხლის წვენს დავამატოთ, ზეთი, ფორთოხლის
ცედრა, შაქარი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით ერთიანი მასის მიღებამდე, შემდეგ
დავამატოთ ძმარი და კვლავ ავთქვიფოთ, ბოლოს დავამატოთ ფქვილი, წყალში გახსნილი
სოდა, ისევ ავთქვიფოთ და მომზადებული ცომი ჩავსახათ პერგამენტჩაფარებულ,
ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ცომი უნდა ჩავასხათ გაცხელებულ ფორმაში) და
გამოვაცხოთ 180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში 20–25 წუთის განმავლობაში. ბისკვიტის
მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჯოხით, ბისკვიტის ცენტრში ჩავარჭოთ ჯოხი და როდესაც
ამოვიღებთ თუ ჯოხი მშრალია ე.ი ბისკვიტი მზადაა.
სიროფის მომზადება:
ფორთოხლის წვენს დავამატოთ შაქარი და
ვადუღოთ 15 წუთი.
მინანქარის (გლაზურის) მომზადება:
შაქარს დავამატოთ კაკო, ფორთოხლის წვენი, დავდგათ გაზქურაზე და
ვადუღოთ შესქელებამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ კარაქი ცოტა
გავაცივოთ და მოვასხათ ტორტს.
ტორტის აწყობა:
გამომცხვარი ბისკვიტი გავყოთ შუაზე, ქვედა ფენა დავნამოთ მომზადებული
სიროფით, წავუსვათ ჯემი, დავაფაროთ ზედა ფენა, დავნამოთ, მოვასხათ მომზადებული
მინანქარი და გავაფორმოთ ნიგოზით. მომზადებული ტორტი შევდგათ მაცივარში რამოდენიმე
საათით.
|