სამარხვო "რაფაელო"
მასალა:
ალუბლის ჩირი 120გრ.
მოცვის ჩირი 80გრ.
ქოქოსის ფანტელები 50გრ + ამოსავლებად
ლიმონის წვენი 2 ს/კ.
თაფლი 2 ს/კ.
თხილი 1 ცალ რაფაელოში 1 ცალი
მომზადება:
ალუბლის და მოცვის ჩირი დავაბლენდეროთ ან
გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ ლიმონის წვენი, თაფლი, ქოქოსის
ფანტელები და კარგად ავურიოთ ხის კოვზით. მომზადებული მასისგან სველი ხელებით
გავაკეთოთ პატარა ბურთები, შემდეგ თითოეულის შიგნით მოვათავსოთ 1 ცალი თხილი,
კვალავ დავამრგვალოთ და ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელებში (ნაწილი ბურთები
სურვილისამებრ შეგვიძლია არ ამოვვალოთ ქოქოსის ფანტელებში). მომზადების შემდეგ „რაფელო" შევდოთ მაცივარში რამოდენიმე საათით.
|