სამარხვო ფახლავა
მასალა:
ცომი:
გაცრილი პურის ფქვილი
7-8 ჭიქა
წყალი (თბილი) 3 ჭიქა
ზეთი 7-8 ს/კ.
ცოტა მარილი.
შიგთავსი:
მოხალული და გატარებული
ნიგოზი 400გრ.
დარიჩინი 1 ს/კ.
ვანილი 10გრ.
შაქარი 4–5 ს/კ.
სამარხვო კარაქი ან
მარგარინი 200–250გრ.
სიროფი:
შაქარი 200გრ.
წყალი 1 ჭიქა
თაფლი 100გრ.
ლიმონის წვენი 1 ს/კ.
ლიმონის ცედრა (კანი) 1
ს/კ.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ
წყალი, ზეთი, მარილი და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი (თუ ცომი ხელზე გვეკრება
შეგვიძლია დავამატოთ ცოტა პურის ფქვილი). მომზადებული ცომი დავდგათ თბილ ადგილზე
30 წუთით, შემდეგ ცომი გავყოთ 9 ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს),
თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ თხლად, დიდი ნაწილი დავაფაროთ ცხიმწასმულ
გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ გამდნარი კარაქი, დავაფაროთ მეორე ცომი, წავუსვათ
კარაქი, მოვაყაროთ მომზადებული შიგთავსი, თანაბრად გადავანწილოთ, დავაფროთ მესამე
ცომი, წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ნიგოზი და ასე გავიმეოროთ ბოლო ფენამდე, ბოლო
ფენას წავუსვათ კარაქი, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად (ფახლავა ბოლომდე არ
ჩავჭრათ, რადგან სიროფი ფორმის ძირში ჩაიკრავს), გავაფორმოთ ნიგვზით, გადავაფაროთ
ტილო და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ შევდგათ 180–190* ტემპერატურაზე გაცხელებულ
აირღუმელში და ვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოვიღოთ აირღუმელიდან,
მოვასხათ სიროფის ნახევარი და კვალავ შევდგათ არღუმელში 15 წუთით, 15 წუთის შემდეგ
ისევ მოვასხათ სიროფი და ვაცხოთ კიდევ 15 წუთი.
შიგთავსის მომზადება:
გატარებულ ნიგოზს
დავამატოთ დარიჩინი, შაქარი, ვანილი და კარგათ ავურიოთ.
სიროფის მომზადება:
შაქარს დავასხათ წყალი,
დავამატოთ თაფლი, ლიმონის ცედრა და წვენი, კარგად ავურიოთ და ვხარშოთ რამოდენიმე
წუთი ნელ ცეცხლზე. (სიროფი უნდა მოვამზადოთ ფახლავის ცხობის პერიოდში).
|