სამარხვო ორცობილა
უშაქროდ
მასალა:
შვრიის ფანტელები (დაფქვილი, თითქმის
როგორც ფქვილი) 1 ჭიქა
თაფლი 2 ს/კ.
ზეთი 3 ს/კ.
გამაფხვირებელი 0,5 ჩ/კ.
ცოტა მარილი
ქლიავის ჩირი, ვანილი და დარიჩი
გემოვნებით.
მომზადება:
შვრიის ფანტელებს დავამატოთ თაფლი, ზეთი, გამაფხვირებელი, მარილი,
ვანილი, დარიჩინი, წვრილად დაჭრილი ქლიავის ჩირი და კარგად ავურიოთ. მომზადებული
მასა შევდოთ მაცივარში (საყინულეში) 30 წუთით, შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და
მომზადებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთები, დავაწყოთ პერგამენტდაფარებულ გამოსაცხობ
ფორმაზე და გამოვაცხოთ 200–220* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით
10–12 წუთის განმავლობაში. (ქლიავის ჩირის მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ ქიშმიში
ან ნიგოზი ან ორივე ერთად).
|