სამარხვო ორცხობილა
მასალა:
თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო 0,5 ჭიქა
მცენარეული ზეთი 0,5 ჭიქა
პურის ფქვილი (გაცრილი) დაახლოებით 1 ჭიქა
ცოტა მარილი
შაქარი მოსაყრელად.
მომზადება:
ფქვილს დავამატოთ მარილი, ზეთი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ
ღვინო და მოვზილოთ ცომი (თუ ცომი ძალიან თხელი გამოვიდა შეგვიძლია დავამატოთ
ფქვილი). მომზადებული ცომი 30 წუთით შევდოთ მაცივარში (საყინულეში), 30 წუთის
შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ თხლად, წავუსვათ ზეთი, მოვაყაროთ
შაქარი, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვათავსოთ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ
180* ტემპერატურაზე გაცხელებულ აირღუმელში.
|