სამარხვო მაიონეზი
მასალა:
მცენარეული ზეთი 4 ს/კ.
მდოგვი 2 ს/კ.
წყალი 1,5 ჭიქა
ლიმონის წვენი 1,5 ჭიქა
მარილი 1,5 ჩ/კ.
შაქარი 1 ს/კ.
პურის ფქვილი 0,5 ჭიქა.
მომზადება:
ფქვილი გავძრათ წყალში, დავდგათ გაზქურაზე და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე
(განუწყვეტლივ ვურიოთ) სანამ არ შესქელდება, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და
გავაცივოთ. ზეთი ავთქვიფოთ, მიქსერით, დავამატოთ ლიმონის წვენი, მდოგვი, შაქარი,
მარილი და კვალავ ავთქვიფოთ, შემდეგ მომზადებული მასა პატარა პორციებად დავამატოთ ფქვილიან მასას და ვთქვიფოთ
ერთიანი მასის მიღებამდე.
|