სალათი აფხაზურად
მასალა:
პომიდორი 300გრ.
კიტრი 200გრ.
ბულგარული წიწაკა 100გრ.
ხახვი 1–2 თავი
ძმარი 2–3 ს/კ.
ოხრახუში, კამა, რეჰანი, ნიორი, აჯიკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბულგარული წიწაკა, პომიდორი და კიტრი გავასუფთავოდ და დავჭრათ
სასურველი ზომის ნაჭრებად, შემდეგ დავამატოთ ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი,
დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, აჯიკა, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ
ძმარი და კარგად ავურიოთ.
|