სახლის პიცა
მასალა:
ცომი:
საფუარი 1 ჩ/კ.
თბილი წყალი 200 მლ.
შაქარი 1 ჩ/კ.
მარილი 0,5 ჩ/კ.
ზეითუნის ზეთი 1 ჩ/კ.
1.5-2 ჭიქა ფქვილი
შიგთავსი:
სოკო (კონსერვირებული) 1 ქილა.
ყველი 50გრ.
ძეხვი 200გრ.
ხახვი 2–3 თავი
მოხარშული კვერცხი 2ც.
კეჩუპი და მაიონეზი გემოვნებით.
მომზადება:
გაცრილ ფქვილს
დავამატოთ, საფუარი, მარილი, შაქარი და ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ზეთი, თბილი
წყალი და მოვზილოთ ცომი. მოზელილი ცომი
გადავიტანოთ ცხიმწასმულ ჯამზე, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 45–50
წუთით. მომზადებული ცომი გავბრტყელოთ ცხიმწასმულ მაგიდაზე, გაბრტუყელებული ცომი
გადავიტანოთ პერგამენტდაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ცომს წავუსვათ
კეჩუპი მაიონეზში არეული, შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი, შემწვარი ხახვი, ასევე
დაჭრილი და შემწვარი სოკო, გახეხილი კვერცხი და ძეხვი, შემდეგ ისევ წავუსვათ
კეჩუპი მაიონეზში არეული, ბოლოს მოვაყაროთ გახეხილი ყველი, ცომს გადავუკეცოთ
გვერდები და გამოვაცხოთ აირღუმელში.
|