სახლის კეჩუპი
მასალა:
პომიდორი 3კგ.
შაქარი 1 ჭიქა
მარილი 1 ს/კ.
ძმარი 2 ს/კ.
შავი პილპილი 2–3ც.
წითელი წიწაკა, დარიჩინი, მიხაკი და რეჰანი გემოვნებით.
მომზადება:
პომიდორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში,
ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ ნელ ცეცლხზე (მასა კარგად უნდა
ჩაიხარშოს), შემდეგ მასა გავხეხოთ, დავამატოთ შაქარი, მარილი, ძმარი, წითელი
წიწაკა და კარგად ავურიოთ. მარლაზე მოვათავსოთ შავი პილპილის მარცვალი, დარიჩინი,
მიხაკი, რეჰანი, კარგად შევკრათ და ჩავუშვათ მასაში, ვხარშოთ კიდევ 15 წუთი,
შემდეგ ჩავასხათ ქილებში და დავაფაროთ თავსახური.
|