ყურძნის და ალუბლის ლიქიორი
მასალა:
ყურძენი (იზაბელა) 1კგ.
ალუბლის ფოთოლი 400ც.
შაქარი 2კგ.
ლიმონმჟავა 5 ჩ/კ.
არაყი 1ლ. (ან 0,5ლ. სპირტი)
მომზადება:
ყურძენს და ალუბლის ფოთლებს დავასხათ 4ლ. წყალი და ვადუღოთ 30 წუთი.
შემდეგ გავფილტროთ (მარლის საშუალებით), დავამატოთ შაქარი, ლიმონმჟავა და ვადუღოთ
კიდევ 30 წუთი. როცა გაცივდება დავამატოთ არაყი, ჩავასხათ ქილებში და ლიქიორი
მზადაა.
|