ფორთოხლის ლიმონათი
მასალა:
ფორთოხალი 3ც.
ლიმონი 1ც.
შაქარი 0,5 ჭიქა
წყალი 1,5 ჭიქა
მომზადება:
ფორთოხალს და ლიმონს მოვაშოროთ კანი და გამოვწუროთ წვენი. წყალს
დავამატოთ შაქარი, ავურიოთ და წამოვადუღოთ. შემდეგ დავამატოთ მსხვილად დაჭრილი
ფირთოხლის და ლიმონის კანი, წამოვადუღოთ, შემდეგ გაზქურას დავუწიოთ და ვხარშოთ
კიდევ 5–10 წუთი, შემდეგ გაზქურა გამოვრთოთ და სიროფი მთლიანად გავაცივოთ
(იმისათვის რომ სიროფი სწრაფად გაცივდეს, ქვაბიანად მოვათავსოთ სიროფი წყლიან
ჭურჭელში). გაცივებული სიროფიდან ამოვიღოთ ლიმონის და ფორთოხლის კანი, ხოლო სიროფი
გავფილტროთ, დავამატოთ ფორთოხლის და ლიმონის წვენი, ჩავასხათ ქილაში და შევდგათ
მაცივარში გასაცივებლად.
|