პოვიდლოს პერაშკები
მასალა:
ცომი:
საფუარი (დროჟი) 1 პაკეტი
რძე 0,5 ჭიქა
შაქარი 1 ს/კ.
მარილი დანის წვერით
პურის ფქვილი რასაც შეიზელს.
შიგთავსი:
ნებისმიერი პოვიდლო გემოვნებით.
მომზადება:
საფუარს დავამატოთ თბილი რძე, შაქარი, 1 ჩ/კ. ფქვილი, კარგად ავურიოთ
და დავდგათ თბილ ადგილზე 20 წუთით. შემდეგ დავამატოთ მარილი, ფქვილი და მოვზილოთ
რბილი ცომი. ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთით. შემდეგ
გადავზილოთ და კვლად გავაჩეროთ 30 წუთი. მომზადებული ცომი დავყოთ პატარა ნაწილებად, გავაბრტყელოთ, თითოეულში მოვათავსოთ
პოვიდლო, მივცეთ პერაშკის ფორმა და შევწვათ ღრმა
ტაფაზე დიდი რაოდენობის ადუღებულ ზეთში.
|