პიკანტური ინდაური
მასალა:
ინდაურის ხორცი 700გრ.
ნაღები 200გრ.
აჯიკა 1–2 ს/კ.
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
ინდაურის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის
ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, წავუსვათ აჯიკა და შევწვათ ზეთში 10 წუთის
განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ ნაღები და ვთუშოთ ნელ ცეცხლზე 30 წუთის
განმავლობაში. გარნირად გამოვიყენოთ კარტოფილის პიურე.
|